"ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა მარტო უკრაინას არ ეხება, ეს ასევე უნდა ეხებოდეს მოლდოვას, საქართველოს და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს" - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ანალენა ბერბოკი სიტყვით 2024 წლის ევროპის არჩევნებისთვის "მწვანეთა პარტიის" გამართულ სადებატო ყრილობაზე გამოვიდა, რომლის ერთ-ერთი ლიდერი თავად არის.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბერლინი გააგრძელებს კიევის სამხედრო და სხვა სახის მხარდაჭერას.
"ევროპა ჩვენი სიცოცხლის დაზღვევაა, დღეს ნათელია, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ევროკავშირს გააძლიერებს. ეს ჩვენს გეოპოლიტიკურ ინტერესებშია. ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა მარტო უკრაინას არ ეხება, ეს ასევე უნდა ეხებოდეს მოლდოვას, საქართველოს და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. ევროპაში რუხი ზონები აღარ უნდა იყოს", - განაცხადა ანალენა ბერბოკიმა.