თეა წულუკიანმა კახეთში მოქმედი სალოტბარო სკოლები მოინახულა. კულტურის მინისტრი ამჯერად ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლებს ყვარელსა და თელავში ეწვია, მოსწავლეთა შემოქმედებასა და მათ საჭიროებებს გაეცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ყვარლის სალოტბარო სკოლა 2015 წელს გაიხსნა. ამჟამად იქ 30 მოსწავლე ირიცხება.