პროექტ "ტყის მეგობრის" ფარგლებში თიანეთის მუნიციპალიტეტში სიმონიანთხევის სატყეო უბანში ტყის აღდგენის პროექტი განხორციელდება.
ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები 12 ჰექტარზე მეტ ფართობზე ტარდება, რისთვისაც 13 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.
"ტყის მეგობარი" მოხალისეობრივი პლატფორმაა. ის როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კომერციულ ორგანიზაციებს საქართველოს ტყეების აღდგენაში მონაწილეობას სთავაზობს. დღეის მდგომარეობით, დარეგისტრირებულია 969 მოხალისე, ინდივიდუალურმა შემოწირულობამ 454, ხოლო კორპორაციულმა 64 923 ლარი შეადგინა.