დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში ჩავიდა. დევიდ კამერონი ისრაელის სამხრეთით მდებარე კიბუც ბეერში ჩავიდა, სადაც 7 ოქტომბერს "ჰამასმა" სასტიკი თავდასხმა განახორციელა.
დევიდ კამერონი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში ისრაელისა და პალესტინის ლიდერებს შეხვდება. გუშინ, ლონდონში, დევიდ კამერონმა არაბული და ისლამური ქვეყნების წარმომადგენლებთან ისრაელ - "ჰამასის" კონფლიქტი განიხილა.