26 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
აზერბაიჯანში USAID-ის საქმიანობისთვის ადგილი აღარაა - აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ჰიქმეთ ჰაჯიევი, სოციალურ ქსელში წერს, რომ აზერბაიჯანში USAID-ის საქმიანობისთვის ადგილი აღარაა.

"სომხეთის მიერ აზერბაიჯანის მიწების 30-წლიანი ოკუპაციის დროს, როდესაც მილიონობით აზერბაიჯანელი იყო სისხლიანი ეთნიკური წმენდის ქვეშ, შეერთებული შტატები იდგა აგრესორი სომხეთის გვერდით. დღესაც, იგივე პოლიტიკა გრძელდება - იმავე ფორმითა და გამოვლინებით. Aurora Prize-ის ქოლგის ქვეშ, სამანტა პაუერი, შეეკრა ამ ფონდის დამფუძნებელს, ცნობილ ოლიგარქსა და ფულის გამთეთრებელს, რუბენ ვარდანიანს, რომელიც ასევე აფინანსებდა სეპარატიზმს უკრაინაში. საინტერესოა, რომ 2019 წელს, ევროპარლამენტის წევრებმა მოითხოვეს Troyka Dialogue Banker(s)-ის დამფუძნებლის - რუბენ ვარდანიანის სანქცირება, ფულის გათეთრების სქემების გამო. რუბენ ვარდანიანი ასევე გეგმავდა სახელმწიფო გადატრიალებას შეერთებული შტატების მხარდაჭერილი სომხეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წინააღმდეგ. აზერბაიჯანოფობია, თურქოფობია, პოლიტიკური კორუფცია და პოლიტიკური სპეკულაციები ე.წ. Aurora Prize-ის ფარგლებში - ალბათ, ეს ყველაფერი რუბენ ვარდანიანისა და სამანტა პაუერის საერთო ღირებულებები და ინტერესები იყო. ნიღბები მოხსნილია! აზერბაიჯანში USAID-ის საქმიანობისთვის ადგილი აღარაა“, - აცხადებს ჰაჯიევი.

დღის ამბები