26 ნოემბერი 2024,   02:00
ვრცლად
იემენის ჰუსიტებმა გაავრცელეს დრონით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს როგორ გაიტაცეს წითელ ზღვაში შეიარაღებულმა პირებმა სატვირთო გემი, რომელსაც ისრაელთან აკავშირებენ

იემენის ჰუსიტებმა გაავრცელეს დრონით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს როგორ გაიტაცეს წითელ ზღვაში შეიარაღებულმა პირებმა სატვირთო გემი, რომელსაც ისრაელთან აკავშირებენ.

ჰუსიტების ინფორმაციით, გემის ეკიპაჟის ყველა წევრს ჰუმანურად ეპყრობიან და გემი ამჟამად იემენის სანაპიროზეა, თუმცა ზუსტ ლოკაციას არ ასაჯაროვებენ.

მეამბოხეების განცხადებით, ყველა ის გემი, რომელიც ისრაელთან არის დაკავშირებული, შეიარაღებული ძალების "ლეგიტიმურ სამიზნედ" იქცევა, სანამ არ შეჩერდება აგრესია ღაზის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ ისრალეის განცხადებით, გატაცებული გემი ბრიტანეთის საკუთრებაა, რომელსაც იაპონიური კომპანია მართავდა, მის ბორტზე კი ისრაელის მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.

დღის ამბები