საქართველოში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ტექნიკური პროექტის შემაჯამებელი შეხვედრები მიმდინარეობს. შეხვედრებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი მასპინძლობს.
პროექტში ჩართულმა 20 ქვეყნის წარმომადგენელმა 3 წლიანი პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაჯამა.
შეხვედრები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.