26 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
სააკაშვილის დამსახურებით, ძალიან ბევრი მამა ვერ დაუბრუნდა საკუთარ შვილებს - თუ სალომე ზურაბიშვილს სურს, გახდეს მისი ამორალურობის თანაზიარი, შეუძლია, ეს გადაწყვეტილება მიიღოს - ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილს თუ სურს გახდეს სააკაშვილის ამორალურობის თანაზიარი, მაშინ შეუძლია, მიიღოს შეწყალების გადაწყვეტილება, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სააკაშვილის განცხადების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გამო, ბევრი მამა ვერ დაუბრუნდა საკუთარ შვილებს.

"სააკაშვილის დამსახურებით, ძალიან ბევრი მამა ვერ დაუბრუნდა საკუთარ შვილებს, მინდა, შევახსენო ეს მიხეილ სააკაშვილს. რა მორალზეა საუბარი, როდესაც ვეხებით მიხეილ სააკაშვილს? რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მას თუ სურს, გახდეს სააკაშვილის ამორალურობის თანაზიარი, შეუძლია, მიიღოს ეს გადაწყვეტილება" - განაცხადა კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე ონლაინ ჩართვისას, განაცხადა: "ქალბატონ სალომეს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს".

დღის ამბები