კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, მხილებულია სამედიცინო დაწესებულების ორი თანამშრომელი - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები კახეთში მდებარე ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდნენ.
უწყების ინფორმაციით, ისინი სამედიცინო შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის გარეშე, ფსიქოტროპული მედიკამენტების შესაძენ რეცეპტებს თანხის სანაცვლოდ გასცემდნენ.