გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, ამინდი უარესდება. უამინდობა 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.
"20 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.