26 ნოემბერი 2024,   01:42
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ევროინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ევროინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე იმსჯელეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე.

ხაზი გაესვა, რომ გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ქვეყანა გააგრძელებს რეფორმებს.

კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი იყო ყველა ის უწყება, რომლებიც წლების განმავლობაში მონაწილეობდნენ აღნიშნული რეფორმების განხორციელებაში.

კომისიის წევრებმა იმსჯელეს რეკომენდაციების შესრულებაზე და ამ პროცესში სხვადასხვა უწყების კოორდინირებულ მუშაობაზე.

შეხვედრაზე განიხილეს მომავალი წლის დღის წესრიგი, ასევე − თუ როგორ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველომ განაგრძოს რეფორმების იმპლემენტაცია.

"ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის იმპლემენტაციას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს გაიმართა საქართველოს ევროინტეგრაციის კომისიის სხდომა, სადაც ჩართული იყო ყველა სახელმწიფო უწყება, რომელიც მთელი წლების განმავლობაში იღებდა მონაწილეობას რეფორმების განხორციელებაში. ვცდილობთ, 15 დეკემბრამდე, როდესაც ევროპულმა საბჭომ, წევრმა ქვეყნებმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, გავაგრძელოთ პროგრესი რეფორმების დღის წესრიგის მიმართულებით.

შესაბამისად, ეს იყო ჩვენი განხილვის მთავარი მიზანი. არა მარტო 15 დეკემბრამდე, ჩვენ ვისაუბრეთ მომავალი წლის დღის წესრიგზეც, როგორ უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, რათა საქართველომ განაგრძოს რეფორმების იმპლემენტაცია. ეს არის ჩვენი ხელისუფლების, მთავრობის გრძელვადიანი პასუხისმგებლობა, რომელიც აღებული აქვს ჩვენს პარტნიორებთან, საქართველო ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი გახდეს," - აცხადებს ილია დარჩიაშვილი.

 

 

 

 

დღის ამბები