ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით "საქმიანი ეზოების" მოწყობა მიმდინარეობს. მოწყობილია 40 "საქმიანი ეზო". დამატებით 17 ობიექტის განთავსება წლის ბოლომდე კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და გურიის რეგიონებში დასრულდება.
სამუშაოების მიმდინარეობას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი მცხეთა-მთიანეთში გაეცნო. საქმიანი ეზოებიდან მოსახლეობა შეძლებს საშეშე, ასევე სამასალე მერქნის შეძენას უკვე დამზადებული პროდუქტის სახით.