ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქება ქიმიის ფაკულტეტის შენობის სარდაფში მოხდა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.