ილია დარჩიაშვილი დანიელ კოლეგას შეხვდა. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ ისაუბრეს და განიხილეს ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
საქართველოს ნომერ პირველმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს, მომავალშიც ექნება დანიის სამეფოს ურყევი მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდეგ ეტაპებზე.
ასევე, ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა დანიის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებთანაც, სადაც მან ისაუბრა საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებზე, რომელიც ქართულმა მხარემ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად გაატარა.