26 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
პალესტინელების მხარდამჭერმა დემონსტრანტებმა ალყა შემოარტყეს რესტორანს, რომელშიც ჯასტინ ტრუდო სადილობდა - კანადის პრემიერი რესტორნიდან პოლიციის დახმარებით გაიყვანეს

პალესტინელთა მხარდამჭერმა დემონსტრანტებმა ალყა შემოარტყეს რესტორანს, რომელშიც ჯასტინ ტრუდო სადილობდა. შექმნილი ვითარების გამო, კანადის პრემიერი რესტორნიდან პოლიციის დახმარებით გაიყვანეს.

"შეწყვიტე ღაზაში ცეცხლი! ბავშვების სისხლი შენს ხელებზეა!" - ამ სიტყვებს სკანდირებდა პალესტინის დაახლოებით 250 მხარდამჭერი. აქციის მონაწილეები ჯასტინ ტრუდოსგან რეაგირებას მოითხოვდნენ.

დემონსტრანტების დაშლაში ათობით პოლიციელი მონაწილეობდა. არიან დაკავებულები.

დღის ამბები