26 ნოემბერი 2024,   02:01
ვრცლად
საგარეო უწყება: სამინისტრო ინფორმირებულია უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ტყვედ აყვანის შესახებ - ქართული მხარე გამოიყენებს ყველა საერთაშორისო მექანიზმს მათი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ღია წყაროებზე დაყრდნობით, ინფორმირებულია უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის გ.გ. და გ.შ. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო მოქმედებებისას ტყვედ აყვანის შესახებ“, - განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოყენებული იქნება ყველა მექანიზმი, რათა ქართულმა მხარემ საკუთარი მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები დაიცვას. 

“ქართული მხარე გამოიყენებს თავის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასა და შვეიცარიის კონფედერაციას, როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მედიატორს, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

დღის ამბები