"ჰამასმა" გაავრცელა განცხადება, რომელშიც ისრაელის მიერ ღაზის უდიდეს საავადმყოფოზე, ალ-შიფაზე განხორციელებული სამხედრო ოპერაცია შეფასებულია, როგორც "ომის დანაშაული", "ზნეობრივი დანაშაული" და "დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ", - ამის შესახებ BBC წერს.
ამავე განცხადების თანახმად, სამედიცინო დაწესებულებაში, ისრაელის მიერ წუხელ განხორციელებული ოპერაციისას, 9000-მდე ადამიანი - პაციენტები, სამედიცინო პერსონალი და დევნილი მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
ისრაელიც და შეერთებული შტატებიც აცხადებენ, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ, "ჰამასს" სამეთაურო ბაზა აქვს, რასაც "ჰამასი" უარყოფს.