26 ნოემბერი 2024,   01:59
ვრცლად
ახალი რეგულაციები დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტზე - დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავს

თბილისში დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მიერ ადგილისა თუ დროის რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმები იზრდება.

მოქმედი კანონმდებლობით, დიდი ზომის ავტოტრანსპორტისთვის დარღვევაზე ჯარიმა 100 ლარია. ცვლილების მიხედვით კი, თანხა, პირველ ჯერზე, ათმაგდება და ხდება ათასი ლარი, დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი - 3 000 ლარი.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს.

დღის ამბები