26 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
ევროკავშირმა და გაერო-მ საქართველოს კერძო სექტორის მხარდაჭერის 5-წლიანი პროგრამის შედეგები შეაჯამეს

ევროკავშირმა და გაერო-მ საქართველოს კერძო სექტორის მხარდაჭერის 5-წლიანი პროგრამის შედეგები შეაჯამეს. შეხვედრას კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სპიკერების თქმით, პროგრამის განხორციელება უშუალოდ აისახა ასამდე მცირე და საშუალო მეწარმის საქმიანობაზე.

ამასთან, 1 500-ზე მეტი მეწარმე და ფერმერი სხვადასხვა სასწავლო პროგრამაში ჩაერთო.

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პოლიტიკის მრჩევლის, ჯუბა მარუაშვილის განცხადებით, ამ სფეროში, საერთო მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, არაერთი ნაბიჯი გადაიდგა.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ, ამ პროექტის ფარგლებში, იმუშავა სანერგე მეურნეობების კლასტერზე და ამ მიმართულებით, და ზოგადად, ამ სფეროში, გადაიდგა არაერთი ნაბიჯი საერთო მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ერთი მხრივ, თავად სანერგე მეურნეობისთვის ტექნიკური მხარდაჭერისა და ცოდნის გაზიარების კუთხით, მეორე მხრივ, ინფრასტრუქტურული კუთხით, სადაც საინტერესო აქტივობები განხორციელდა", - განაცხადა ჯუბა მარუაშვილმა.

დღის ამბები