ბათუმსა და ქობულეთში სპეცოპერაციები ჩატარდა. ერთდროულად, რამდენიმე მისამართზე, სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი.
სპეცოპერაციები აჭარაში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირების დაკავების მიზნით მიმდინარეობდა. "კურიერის" ინფორმაციით, საუბარია ათამდე ეჭვმიტანილის დაკავებაზე.