26 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
რაც დრო გადის, უფრო და უფრო რთულდება ჩვენი შესაძლებლობა, სრულად დავაფინანსოთ ის, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ უკრაინამ დაიცვას თავისი ტერიტორია და განაგრძოს წინსვლა - ჯეიკ სალივანი

“აშშ-ის კონგრესმა უნდა დაამტკიცოს თეთრი სახლის მოთხოვნა უკრაინას დახმარების შესახებ რაც შეიძლება მალე, რათა თავიდან ავიცილოთ სერიოზული შედეგები უკრაინის თავდაცვისთვის“, - განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა 13 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.

"ყოველ კვირას, რაც დრო გადის, უფრო და უფრო რთულდება ჩვენი შესაძლებლობა, სრულად დავაფინანსოთ ის, რაც გვჯერა, რომ აუცილებელია, რათა უკრაინას მივცეთ ის შესაძლებლობები, რომ დაიცვას თავისი ტერიტორია და განაგრძოს წინსვლა", - განაცხადა სალივანმა. და დაამატა -“ასე რომ, ჩვენთვის ფანჯარა იხურება“.

სალივანმა თქვა, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს წარუდგინა დაფინანსების მოთხოვნა, რომელიც მოიცავდა უკრაინის, ისრაელისა და აშშ-ის სასაზღვრო უსაფრთხოების დაფინანსებას.

რესპუბლიკელმა დეპუტატებმა წარმომადგენელთა პალატაში შეაჩერეს ფინანსური მხარდაჭერა უკრაინისთვის, გამორიცხეს დამატებითი სამხედრო დახმარება ბოლოს შემოთავაზებული ბიუჯეტიდან. თუ საბიუჯეტო შეთანხმება 17 ნოემბრამდე არ იქნება მიღწეული, აშშ-ს კიდევ ერთხელ ემუქრება მთავრობის "შათდაუნი".

დღის ამბები