26 ნოემბერი 2024,   01:59
ვრცლად
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს სომხეთში მისიის გაზრდას - ჯოზეფ ბორელი

გადაწყვეტილება მიღებულია - ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, მხარი დაუჭირეს წინადადებას, რომელიც სომხეთში განთავსებულ საზღვარზე სადამკვირვებლო მისიის გაფართოებასა და სომხეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დისკუსიის გააქტიურებას ითვალისწინებს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, მინისტრებმა ევროპის მშვიდობის ფონდზე სომხეთის შესაძლო მხარდაჭერა და მოქალაქეებისთვის "ვიზალიბერალიზაციის ვარიანტი" განიხილეს.

ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს სომხეთში მისიის გაზრდას, რომელიც აზერბაიჯანის საზღვრის რთულ მონაკვეთებზე, მეტი პატრულირების განხორციელების შესაძლებლობას შექმნის. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მოუწოდებს ერევანსა და ბაქოს, განაახლონ მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.

დღის ამბები