ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის უდიდესი საავადმყოფო, ალ-შიფა, მიცვალებულების დაკრძალვას ვერ ახერხებს. საავადმყოფო თითქმის სასაფლაოდაა ქცეული, - ამბობენ ჯანმო-ში. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ირგვლივ არის ცხედრები, რომელთა არც დაკრძალვაა შესაძლებელი და არც რაიმე სახის მორგში გადაყვანა. საავადმყოფო თითქმის სასაფლაოდაა ქცეული", - ამბობს კრისტიან ლინდმაიერი.
ალ-შიფას ჰოსპიტალი, რომელიც ღაზის ჩრდილოეთით მდებარეობს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ინტენსიური ბრძოლების ეპიცენტრშია. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამტკიცებენ, რომ შენობის ქვეშ არსებულ გვირაბებში "ჰამასის" სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი ფუნქციონირებს. საავადმყოფოში ამას კატეგორიულად უარყოფენ.