26 ნოემბერი 2024,   01:53
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - ხერსონის დაბომბვის შედეგად, დაიღუპა 2 და დაშავდა 10 პირი, მათ შორისაა 2 თვის ჩვილი

უკრაინაში ომი გრძელდება - მსხვერპლი მოჰყვა ოკუპანტების მიერ ხერსონის დაბომბვას. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი, დაშავდა ათი - მათ შორის არის ორი თვის ჩვილი.

არტილერიით მიტანილი იერიშის შედეგად, ხერსონში დაზიანდა დაახლოებით 15 საცხოვრებელი სახლი, ასევე - საავადმყოფო და ადმინისტრაციული შენობა.

საჰაერო განგაში ამოქმედდა ღამით ზაპოროჟიასა და დნიპროპეტროვსკის ოლქებში დრონებით თავდასხმის გამო. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, აღმოსავლეთ რეგიონში, განადგურებულია რუსების 4 უპილოტო საფრენი აპარატი.
 
უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა, ვალერი ზალუჟნიმ, ამერიკელ გენერალ ჩარლზ ბრაუნთან ერთად, ზამთრის პერიოდის გეგმები და უკრაინის არმიის გადაუდებელი საჭიროებები განიხილა.

რაც შეეხება დახმარებებს, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი გადასცა, რაც მოიცავს სხვადასხვა სახის აღჭურვილობასა და ზამთრის ტანსაცმელს სამხედროებისთვის.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ეჭვობს, რომ ევროკავშირი ვერ შეძლებს 2024 წლის მარტისთვის უკრაინისთვის დაგეგმილი მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდებას - მიზეზად წარმოების პრობლემები და ბიუროკრატიულ დაბრკოლებები სახელდება.

დღის ამბები