26 ნოემბერი 2024,   01:56
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, 15 დეკემბერს საქართველოსთვის დადებითი გადაწყვეტილება მიიღება - კლაუდია არპასი კანდიდატის სტატუსზე

ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტმა, კლაუდია არპასმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია მიულოცა. არპასმა ასევე აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს.

"ეს არის მეორე მაღალი რანგის ვიზიტი ავსტრიის პარლამენტისა საქართველოში, რაც ძალიან დასაფასებელია. ჩვენ ძალიან საინტერესო გვქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან და გახარებული ვართ ამ პოზიტიური ურთიერთობების დინამიკით. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო ჩამოაყალიბებს დემოკრატიის სახელოსნოს, ეს არის ფუნდამენტური ამოცანა. ვულოცავთ საქართველოს ევროკომისიის რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. შემდეგი ნაბიჯი იქნება დეკემბერში. საქართველომ უნდა გააგრძელოს საშინაო დავალების შესრულება. დარწმუნებული ვარ, 15 დეკემბერს საქართველოსთვის დადებითი გადაწყვეტილება მიიღება," - განაცხადა კლაუდია არპასმა.

 

დღის ამბები