26 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
"საქართველოს ისტორიაში პირველად, გვყავს თანამდებობაზე ადამიანი, რომელიც საჯაროდ, ღიად და უხეშად ამბობს, რომ მისთვის ნული მნიშვნელობა აქვს საქართველოს კონსტიტუციასა და ქართველ ხალხს" - შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს "არ აქვს არანაირი ემოციური ბმა საქართველოს კონსტიტუციასთან".

"სალომე ზურაბიშვილმა ახლა უკვე დანამდვილებით იცის, რომ ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და ამით აჩვენებს, რამდენად არ აქვს არანაირი ემოციური ბმა საქართველოს კონსტიტუციასთან და ქართველ ხალხთან, რომელმაც კონსტიტუცია დაადგინა და არანაირ პატივისცემა არ აქვს ჩვენი ქვეყნის საფუძვლების მიმართ. ეს არის მოცემულობა. ვფიქრობ, საკითხის მიმართ გადაჭარბებული დამოკიდებულება არ არის საჭირო. როგორც ჩანს, ასეთი მოგზაურობების მოწმე ვიქნებით, ვინაიდან, პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩვენ გვყავს თანამდებობაზე ადამიანი, რომელიც საჯაროდ, ღიად და უხეშად ამბობს, რომ მისთვის ნული მნიშვნელობა აქვს საქართველოს კონსტიტუციასა და ქართველ ხალხს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები