26 ნოემბერი 2024,   01:24
ვრცლად
შანხაიში, ღვინის პრესტიჟულ გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია 30-მდე ქართულმა კომპანიამ წარადგინა

შანხაიში, ღვინის პრესტიჟულ გამოფენაში 27 ქართული კომპანია მონაწილეობს. გაიმართა „ქარვისფერი ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმიც" , რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წამყვანი მედიის წარმომადგენლები, სომელიეები, იმპორტიორები და დისტრიბუტორები ესწრებოდნენ. ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენები გაიმართა ჰონგ-კონგსა და შენ-ჭენში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, საქართველოსთვის ჩინეთის ბაზარი ერთ-ერთი პრიორიტეტია.

"ჩინეთი ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ბაზარია, სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ 10 წლის წინ, დავიწყეთ ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები ჩინეთის ბაზარზე. დღეისთვის 40-მდე ღვინის მაღაზია და სახლი ფუნქციონირებს ჩინეთში და 90-ზე მეტი კომპანია ახორციელებს ღვინის ექსპორტს. ვფიქრობთ, შესაძლებლობები გაცილებთ დიდია, ამიტომ კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ, ბიზნესთან ერთად, ქართული ღვინის ცნობადობის ზრდისთვის საჭირო სხვადასხვა ღონისძიებას", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

დღის ამბები