საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" გუნდმა ძალიან კარგი შედეგები დადო და 11 წლიანმა ნაყოფიერმა საქმიანობამ შედეგი გამოიღო. ამის შესახებ პრემიერმა ევროკომიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციის მიღების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მინდა შეჯამება გავაკეთო ჩვენი გუნდის მიერ მიღწეული შედეგებისა, დღევანდელი დღე არის დაგვირგვინება იმ 11 წლიანი საქმიანობისა რასაც ჩვენ ვეწეოდით, მშვიდობის 10 წელი, ევროპალიზაციის 10 წელიც შეგვიძლია ვუწოდოთ.
უვიზო მიმოსვლა, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, ევროპული პესპექტივა და ახლა უკვე კანდიდატის სტატუსი.
ბოლო 11 წელიწადში საქართველომ მიაღწია მშვიდობას და სტაბილურობას, ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა და ვერ მოხდებოდა, რომ არ მოეხდინა ის ისტორიული გადარამტეხი ცვლილება ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.