შანხაიში საერთაშორისო იმპორტის უმსხვილეს გამოფენაში "აწარმოე საქართველოს" ორგანიზებით, ქართველი მეწარმეები მონაწილეობენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გამოფენის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველო რამდენიმე პავილიონშია წარმოდგენილი. ქართულ ბიზნესს ცალკე პავილიონში აქვს ადგილი დათმობილი, სადაც კომპანიები საკვებ და სასმელ პროდუქტებსა და საფეიქრო პროდუქციას წარმოადგენენ. ქვეყნის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს დამთვალიერებლები კიდევ ერთ პავილიონში ეცნობიან. გამოფენაში 40-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს.