ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმიანება. ხავიერ კოლომინა მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ნატო მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მოქალაქე.
"ვგმობთ რუსეთის ძალების მიერ, სოფელი კირბალის მიმდებარედ, საქართველოს ერთი მოქალაქის მკვლელობას და მეორის გატაცებას. მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მოქალაქე. ნატო მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს ადამიანთა უფლებების დარღვევა და გაიყვანოს ძალები საქართველოდან," - წერს ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში.