26 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
"ევროკავშირი კატეგორიულად გმობს კირბალში რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას" - ჟოზეფ ბორელი

ევროკავშირი კატეგორიულად გმობს კირბალში, რუსი მესაზღვრეების მიერ, საქართველოს მოქალაქის მკვლელობასა და ერთი ადამიანის დაკავებას. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ის, - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი X-ზე წერს.

"რუსეთის ჯარის ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონოა“, - წერს ბორელი.

6 ნოემბერს, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, ერთი კი დააკავეს.

დღის ამბები