26 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
"გუშინდელი ფაქტი არის დასტური, რომ არსებობს ყოველდღიური საფრთხე მშვიდობისთვის - მნიშვნელოვანია გონივრული პოლიტიკა, რათა ქვეყანაში არ გვქონდეს ფართომასშტაბიანი კონფლიქტი" - შალვა პაპუაშვილი

"გუშინდელი მკვლელობა გვაჩვენებს, რამდენად მყიფეა და გაფრთხილება უნდა მშვიდობას,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.

მისივე თქმით, ოკუპაცია არის ის მემკვიდრეობა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დატოვა.

"გუშინდელი მკვლელობა გვაჩვენებს, რამდენად მყიფეა და გაფრთხილება უნდა მშვიდობას. ზუსტადაც ეს ფაქტი არის დასტური, რომ გვაქვს გამოწვევები ოკუპაციის სახით. არის ყოველდღიური საფრთხე ჩვენი მშვიდობისთვის და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი სწორედაც გონივრული პოლიტიკის გატარება, რათა არ გვქონდეს ფართომასშტაბიანი კონფლიქტი ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ეს პირიქით, ადასტურებს იმას, თუ რამდენად მყიფე არის მდგომარეობა უსაფრთხოების მხრივ საქართველოში და რამდენად 100-ჯერ დაფიქრებული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ სხვადასხვა დროს.

ზოგადად რთულია ხოლმე განსაჯო წარსულში საკითხები, თუმცა ფაქტი რჩება ფაქტად. ეს არის ის მემკვიდრეობა, რაც დატოვა წინა ხელისუფლებამ ოკუპაციის სახით. მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ, რომ გამოწვევები, რაც არსებობს უსაფრთხოების მხრივ, არ მოხდეს ამის რეალიზება. მთავარი პოლიტიკა, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება, არის ის, რომ საფრთხეები არის სერიოზული. ჩვენ ამაზე, მათ შორის როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იმყოფებოდა ჩვენთან და დახურულ ფორმატში ვისმენდით საკითხებს, ამაზეც გვქონდა საუბარი - ერთი, რომ მათ შორის ყველა მოქალაქემ თვალი გაუსწოროს იმ უსაფრთხოების რისკებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და მეორე - ამ რისკების რეალიზება არ უნდა მოხდეს.

მთავარი არსი პასუხისმგებლობიანი პოლიტიკისა არის, რომ სწორედ შევაფასოთ რისკები და რისკების რეალიზების შესაძლებლობა არ მივცეთ სხვადასხვა ინსტრუმენტებით. ეს ინსტრუმენტები არის როგორც ჩვენს ხელში, ქვეყნის შიგნით, ისე ეს არის საერთაშორისო ზეწოლა. ამიტომ, სწორედ ამ ინსტრუმენტების გამოყენებით არის, რომ საქართველო ბოლო წლების, 10 წელზე მეტია, ინარჩუნებს მშვიდობას, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რისკები და სწორედ ამ რისკების რეალიზებას უშლის ხელს," - განაცხადა პაპუაშვილმა.

დღის ამბები