26 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
130-მდე ბრიტანული კომპანია აღიარებს, რომ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს უვლიდა გვერდს - Financial Times

127-მა ბრიტანულმა კომპანიამ გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა ნებაყოფლობით აღიარა, - იტყობინება Financial Times-ი გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით.

ფინანსური სანქციების აღსრულების ოფისთან დაახლოებული პირი, რომელიც პასუხისმგებელია დარღვევების მონიტორინგზე, აცხადებს, რომ განყოფილება ცდილობს, უნებლიე შეცდომების შემთხვევაში, კომპანიებთან მკაცრი ჯარიმები არ გამოიყენოს და, მათი მხრიდან, სანქციების დარღვევის პრევენციისთვის გაწეულ ძალისხმევას ითვალისწინებს.

ფინანსური დანაშაულების სპეციალისტის, სტეისი კინის განცხადებით, მსგავსი დარღვევებისთვის, სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემის ერთიანი მიდგომა, ამ ეტაპზე, არ არსებობს. მისივე განცხადებით, რუსული ბიზნესი ინტეგრირებულია მსოფლიო ეკონომიკასთან, რაც მრავალი სანქციის დაცვას ართულებს.

დღის ამბები