26 ნოემბერი 2024,   01:28
ვრცლად
"ვუსამძიმრებ ოჯახსა და საქართველოს ხელისუფლებას“ - ევროპის საბჭოს გენმდივანი, კირბალთან მომხდარი მკვლელობის გამო, მწუხარებას გამოთქვამს და საოკუპაციო ძალებს გატაცებულის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი სოფელ კირბალთან საქართველოს ერთი მოქალაქის მკვლელობასა და ერთი მოქალაქის გატაცებას გამოეხმაურა.

"დამწუხრებული ვარ რუსი სამხედროების მიერ ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ ზონასთან ახლოს მყოფი საქართველოს მოქალაქის მიმართ სასიკვდილო გასროლით. ვუსამძიმრებ ოჯახს და საქართველოს ხელისუფლებას", - წერს სოციალურ ქსელში მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი.

აქვე, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საოკუპაციო ძალებს გატაცებულის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

 

დღის ამბები