26 ნოემბერი 2024,   01:50
ვრცლად
"ხელყუმბარა დაბადების დღის საჩუქრებს შორის" - კიევის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის მოადგილე დაიღუპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის ერთ-ერთი მოადგილე, 39 წლის გენადი ჩასტიაკოვი დაიღუპა. როგორც The Guardian-ი წერს, პირველადი ინფორმაციით, მიზეზი დაბადების დღის საჩუქრების ერთ-ერთ ყუთში მოთავსებული ხელყუმბარაა.

„ტრაგიკულ ვითარებაში, ჩემი თანაშემწე და ახლო მეგობარი, მაიორი გენადი ჩასტიაკოვი მოკლეს... თავის დაბადების დღეზე“, - დაწერა ზალუჟნიმ Telegram-ზე. როგორც ის აღნიშნავს, „საჩუქრების ერთ-ერთ ყუთში, უცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა“.

უკრაინის პოლიციის ცნობით, მძიმედ დაშავდა ჩასტიაკოვის 13 წლის ვაჟიც.

დღის ამბები