26 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
2023 წელს, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 3,3 მილიარდი დოლარი დაფიქსირდა - ლევან დავითაშვილი

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე ისაუბრა.

როგორც ლევან დავითაშვილმა განმარტა, პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 3,3 მილიარდი დოლარი დაფიქსირდა.

ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, რომ ქვეყანაში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა პანდემიამდელ მაჩვენებელს მალე დაუბრუნდება.

"შემოსავლების კუთხით, პოზიტიური დინამიკა გრძელდება, მათ შორის, იზრდება ვიზიტორების რაოდენობა. 2023 წელს, რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს, 3,3 მილიარდი იყო 9 თვის მონაცემებით შემოსავალი. ჯამში, ჩვენ გასულ წელთან შედარებით 29%-იანი ზრდა გვაქვს და ეს არის დამაიმედებელი მაჩვენებელი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2023 წელი, ტურიზმის კუთხით, პოზიტიურად დაიხურება და კარგი პირობები იქნება 2024 წლისთვის", - განაცხადა დავითაშვილმა.

დღის ამბები