26 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
სლოვენიის თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა

სლოვენიის თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, კოლეგებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს, სადაც ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები და საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები განიხილეს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე, რომლებიც ნატოსთან თავსებადობის გაზრდას უწყობს ხელს.

მინისტრებმა თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და სლოვენიას შორის ურთიერთობა მაღალ დონეზე განვითარებული. 

"ვისაუბრეთ იმ პოტენციურ საშუალებებზე, რაშიც შეიძლება გვქონდეს საერთო შედეგი და მაღალი დონის ვიზიტები, როგორც საერთაშორისო სწავლებების მასპინძლობა და საერთაშორისო სწავლებებში ჩვენი  მონაწილეობა, რომელიც ბოლო წლებში რეკორდული გახლავთ, ასევე მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტები, ეს კარგად აჩვენებს თუ რა დონეზეა ჩვენი ურთიერთობა", -  განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. 

დღის ამბები