"სტატუსს თუ მივიღებთ, იქნება ჩვენი ქვეყნის მიერ განვლილი გზის, ჩვენი ხალხის და ჩვენი ხელისუფლების დამსახურება და არა - ოპოზიციის" - ეს განცხადება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა გააკეთა.
მისივე თქმით, სწორედ ოპოზიციონერები აღნიშნავდნენ, რომ ევროკავშირში ვიზიტებისას ითხოვდნენ, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.
"სტატუსს თუ მივიღებთ, იქნება ჩვენი ქვეყნის მიერ განვლილი გზის, ჩვენი ხალხის და ჩვენი ხელისუფლების დამსახურება და ოპოზიციის დამსახურება არ იქნება, იმიტომ რომ სწორედ იმ 12 რეკომენდაციის პირობებში, პრაქტიკულად, არცერთ პუნქტში არ შემოგვყვნენ, მცირე გამონაკლისების გარდა. მეორეს მხრივ, თავად ოპოზიციონერები ადასტურებენ, რომ დადიოდნენ ბრიუსელსა და სტრასბურგში და იხვეწებოდნენ, არ მისცეთ სტატუსი ქვეყანას, იმიტომ რომ ამით ჩვენ პოლიტიკურ ქულებს დავკარგავთ ქვეყნის შიგნითო. მეტი რა უნდა მოხდეს, ოპოზიციამ მეტი რა უნდა დააშავოს, ამ პირობებში, ქვეყნის წინაშე, მე ვერ ვხვდები,"- აცხადებს ბექა დავითულიანი.