26 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, სუმის ოლქის 7 სასაზღვრო დასახლება 23-ჯერ დაბომბეს

ომის 621-ე დღე უკრაინაში - საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია. რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 7 სასაზღვრო დასახლება გასული დღე-ღამის განმავლობაში 23-ჯერ დაბომბეს, დაფიქსირდა 85 აფეთქება. ოკუპანტები ოდესის ოლქს თავს დრონებით დაესხნენ. დაშავდა 5 ადამიანი და დაზიანდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.

დაიბომბა ხერსონის ოლქზეც. გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა წარუმატებელი იერიშები განახორციელეს ბახმუტის, ავდიივკას, მარინკასა და ზაპოროჟიას მიმართულებით. მათი ცნობით, უკრაინულმა თავდაცვამ დღის განმავლობაში 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოიგერია.

დღის ამბები