გორის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უკვე გამოიკითხნენ თავშესაფრის ბენეფიციარები, თუმცა, "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, მომხდარი არავის დაუდასტურებია.
გორის ერთ-ერთ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში სავარაუდო ძალადობის შესახებ ინფორმაცია "ტვ მონიტორინგმა" გაავრცელა. მათივე ცნობით, ბენეფიციარები დაწესებულების თანამშრომლებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში, ასევე, დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებენ.