საქართველო და ხორვატია დარგობრივი თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ. ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა შეხვედრა თბილისში მიმდინარე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართეს. ღონისძიების მთავარი თემა მსჯავრდადებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციებია.
მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას ითვალისწინებს. იგეგმება სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები გამოცდილების გაზიარების მიზნით.
კონფერენციაში 20-მდე სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობენ.