26 ნოემბერი 2024,   01:59
ვრცლად
არესტოვიჩი ადასტურებს, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი აპირებს, მონაწილეობა მიიღოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომლის თარიღიც, ქვეყანაში მიმდინარე საომარი მდგომარეობის გამო, ჯერჯერობით უცნობია, - ინფორმაცია „ინტერფაქს - უკრაინას“ თავად არესტოვიჩმა დაუდასტურა.

არესტოვიჩი მისი უკრაინიდან წასვლის შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და თქვა: „მე მაქვს არაერთი საერთაშორისო ღონისძიება, რომელთაგანაც ბევრზე, მთავარი მომხსენებელი ვარ“.

უკრაინაში შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის გაზაფხულზე უნდა გაიმართოს, თუმცა საზოგადოებაში აქტიურად განიხილება კენჭისყრის საომარი მდგომარეობის პირობებში ჩატარების შესაძლებლობა.

დღის ამბები