კიდევ ერთი ახალი სკვერი თბილისში - კრწანისის რაიონში, ზემო ფონიჭალაში მოწყობილი რეკრეაციული სივრცე დედაქალაქის მერმა გახსნა. სკვერი 13 000 კვადრატულ მეტრზე მოეწყო.
გაკეთდა სპორტული მოედანი, ველობილიკი, სკეიტ-პარკი, ძაღლების სასეირნო სივრცე, შადრევანი და ამფითეატრი. გახსნასთან დაკავშირებით, გაიმართა თბილისის "ბიგ ბენდის" კონცერტიც და ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდა.