ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის თქმით, კარგი იქნება, თუ, პრობაციისა და სოციალური სერვისების დახვეწის პროცესში, ევროკავშირის სტანდარტები სრულფასოვნად დაინერგება.
ჰერჩინსკის თქმით, საქართველომ აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის პრობაციისა და სოციალური სერვისების დახვეწა.
"ეს კონფერენცია ფანტასტიკური შესაძლებლობაა, ნათელი მოვფინოთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ პენიტენციურ სისტემაში მიაღწია. საქართველოში უამრავი რეფორმა განხორციელდა, - ეს ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს, რომ შეიქმნას შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო გახდება ჩვენი შემადგენლობის ნაწილი. ამისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს. დახმარების დიდი წილი, პრობაციის სისტემის გაძლიერებას ეხება. საქართველომ პროგრესი არაერთხელ აჩვენა და დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის პრობაციისა და სოციალური სერვისების დახვეწა. ეს არის საკვანძო პრაქტიკა რესოციალიზაციის მიმართულებით და სასჯელის ღირსეულ ფორმებში მოხდისთვის. ეს პროგრესი უნდა შენარჩუნდეს. მუხტი არ უნდა გაქრეს, რათა არსებული პრობლემები დაიძლიოს. კარგი იქნება, თუ ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა სრულფასოვნად მოხდება. ჩვენ ერთად ჰარმონიზებულ სისტემას შევქმნით, ასევე ჯანსაღ და წარმატებულ საზოგადოებას", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.