26 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
აშშ-ში ანტისემიტიზმი ისტორიულ დონეს აღწევს - FBI-ს დირექტორი

„ისრაელსა და ღაზაში ძალადობის ფონზე, შეერთებულ შტატებში ანტისემიტიზმი ისტორიულ დონეს აღწევს“, - აცხადებს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი კრისტოფერ რეი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

FBI-ს ხელმძღვანელის თქმით, ახლო აღმოსავლეთში, შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ, აშშ-ში, რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი, სიძულვილით გამოწვეული დანაშაულების 60% ებრაელ ხალხზე მოდის.

„ებრაული თემი ტერორისტების სამიზნეა. ახლა არ არის პანიკის დრო, მაგრამ სიფხიზლის დროა. ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ ყოველდღიური ცხოვრება - სიარული სკოლებში, ღვთისმსახურებაზე და ა.შ., მაგრამ ფხიზლად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა კრისტოფერ რეიმ.

აშშ-ის გარდა, ბოლო დროს, არაერთ სხვა ქვეყანაში (მათ შორის, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთშიც) საუბრობენ ანტისემიტური ინციდენტების მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ.

დღის ამბები