26 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
„მეც თუ მაქვს რაიმე არასწორი განცხადება გაკეთებული, ბოდიშს ვიხდი, უნდა ვეცადოთ, ერთმანეთს გული არ ვატკინოთ და შეურაცხყოფა არ მივაყენოთ“ - კახა კალაძე

ვფიქრობ, არცერთი გონიერი ადამიანი არ მიესალმება აღნიშნულს და, სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ შეიძლება, გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები, სხვადასხვა დამოკიდებულება საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივაყენოთ ერთმანეთს შეურაცხყოფა. რაღაც ხაზები არსებობს და არ უნდა გადავლახოთ ეს ყველაფერი. მესმის, პოლიტიკა, აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ყველამ უნდა შევიკავოთ თავი ასეთი განცხადებების გაკეთებისგან, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დღეს, საქართველოს პარლამენტში, კონკრეტული დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, როდესაც ურთიერთშეურაცხყოფაზეა საუბარი, შეფასებისას, სქესისა და პოლიტიკური ბანაკის დაკონკრეტება არასწორია.

„ასე ნუ დავაკონკრეტებთ, ძალიან ბევრი შემთხვევაა იმ ქალი დეპუტატების მხრიდან განსაკუთრებული აგრესიის, და არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება გვინახავს მათი მხრიდან პიროვნული შეურაცხყოფების. ეს არ არის ლამაზი ფორმა და ყველამ, მეც თუ მაქვს რაიმე არასწორი განცხადება გაკეთებული, ბოდიშს ვიხდი ამისთვის და ყველა უნდა ვეცადოთ, არ ვატკინოთ გული ერთმანეთს, არ მივაყენოთ ერთმანეთს ასეთი შეურაცხყოფები“, – განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები