ბალისტიკური რაკეტები იემენიდან ისრაელზე, "ჰამასი", ჰეზბოლა და ახლა უკვე ჰუსიტები - ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მწვავდება.
ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენში მოქმედმა ამბოხებულებმა უპილოტო საფრენი აპარატები, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები ისრაელის საკურორტო ქალაქ ეილათის მიმართულებით გაუშვეს.
7 ოქტომბრის შემდეგ, ეს ჰუსიტების მესამე თავდასხმაა, თუმცა ისრაელმა პირველად გამოიყენა ანტისარაკეტოო თავდაცვის სისტემა "ხეცი", რის შედეგადაც იემენიდან გასროლილი რაკეტები წითელ ზღვაში ჩავარდა. განადგურებულია დრონებიც.
ისრაელის სამხრეთში თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჰუსიტებმა აიღეს, რომლებიც 2014 წლიდან იემენის ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ სანაას აკონტროლებენ.
ჰუსიტებმა ისრაელზე სარაკეტო და დრონებით დარტყმების გაგრძელება დააანონსეს.