ლეგენდარული მსახიობი თენგიზ არჩვაძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.
სამოქალაქო პანაშვიდზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
სამოქალქო პანაშვიდზე იმყოფებოდა პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, კულტურის მინისტრი და თბილისის მერი.
ცნობილი ქართველი მსახიობი თენგიზ არჩვაძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. თენგიზ არჩვაძეს 46 კინოროლი აქვს შესრულებული.