26 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ სინაგურის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
 
უწყების ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.
 
"ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
 
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
 
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას", - აღნიშნული უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
 
"1988 წელს დაბადებული მოსიაშვილი გიორგი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობდა და გუშინ საღამოს მოდა მისი დაკავება. მას მხოლოდ ძმა ჰყავს,"- აცხადებს მერის წარმომადგენელი ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი ლომაურიძე.
დღის ამბები