26 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
მადლობას გიხდით ჩვენი სიამაყისა და სიხარულის გაზიარებისთვის - თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში

თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით თურქეთში ვიზიტისთვის მადლობას უხდის.

ელჩის თქმით, თურქეთს გაუმართლა, რომ საქართველო მისი მეზობელი ქვეყანაა.

"მადლობას გიხდით ჩვენი სიამაყისა და სიხარულის გაზიარებისთვის. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, რომ დაგვდო პატივი, მისთვის გვემასპინძლა. 100 წლის წინ, როდესაც 14 მილიონ დაღლილ თუმცა შეუპოვარ ადამიანთან ერთად ამ გზას შევუდექით, ჩვენ ცოტა თუ გვქონდა სათქმელი - დღეს, უკვე სხვა ქვეყანა ვართ. ამ წლების განმავლობაში, ბევრი სირთულე და გამოწვევა გვქონდა, სულ ახლახან კი საუკუნის ყველაზე საშინელი ბუნებრივი კატასტროფის წინაშე დავდექით.

6 თებერვლის მიწისძვრისას, წამებში დავკარგეთ 50 ათასზე მეტი ადამიანი. ჩვენ ამ ტრაგედიიდან უფრო ძლიერები გამოვალთ. ამ მხრივ მსურს საქართველოს მიმართ მადლიერება გამოვხატო, როგორც ნამდვილი მეგობრები, ჩვენი ქართველი ძმები და დები დაუყოვნებლივ, იმ დღესვე შეუდგნენ ჩვენს დახმარებას. მადლობა მინდა გამოვხატო, მისი აღმატებულების, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მიმართ, ვინც პირადად უწევდა კოორდინირებას ჩვენს დახმარებას. გაგვიმართლა და ამაყები ვართ, რომ საქართველო ჩვენი მეზობელია. გვჯერა საქართველოსი და ქართველების, მათი ნათელი და წარმატებული მომავლის. საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი ურთიერთობა ყვავის სხვადასხვა მიმართულებებით - საერთო ღირებულებების, საერთო კულტურისა და ოჯახური კავშირების საფუძველზე. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ძლიერ მხარდაჭერას, ისევე როგორც მის მისწრაფებას ევროატლანტიკური პოლიტიკური თუ უსაფრთხოების სტრუქტურებისკენ", - განაცხადა ალი ქაან ორბაიმ.

დღის ამბები